როგორ მუშაობს სელფი

ნაბიჯი 1

თუ გსურთ სკოლაში სელფის გამოყენება, პირველი რიგში, ერთი პირი ან მცირე გუნდი გამოყავით კოორდინაციისთვის.

ნაბიჯი 2

სკოლების კოორდინატორები:

  • დაარეგისტრირეთ სკოლა სელფის პლატფორმაზე, და მიუთითეთ სკოლის ტიპი (მაგ., დაწყებითი ან საშუალო), ზომა და მდებარეობა.
  • სელფის განსახორციელებლად დრო შეარჩიეთ.
  • შეარჩიეთ ვინ მიიღებს მონაწილეობას (მაგ., მოსწავლეების რომელი ჯგუფი).
ნაბიჯი 3

დებულებებისა და კითხვების ჩასმასთან ერთად, შეგიძლიათ დაამატოთ ან შეარჩიოთ პუნქტები, რომლებიც თქვენი სკოლის კონტექსტს შეესაბამება.

ნაბიჯი 4

კოორდინატორები მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის ლიდერებს იწვევენ სელფიში ანონიმურად მონაწილეობის მისაღებად. კითხვებზე პასუხს დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. მასწავლებლებისთვის და სკოლის ლიდერებისთვის ეს შესაძლებელია მათთვის მოსახერხებელ დროს განხორციელდეს; მოსწავლეებთან კი უმჯობესია თუ გაკვეთილის ნაწილი დაეთმობა.

ნაბიჯი 5

მას შემდეგ რაც მონაწილეები კითხვებს დაასრულებენ, სელფი რეპორტს დააგენერირებს თქვენი სკოლისთვის, სადაც ვიზუალურად გაფორმებული და ინტერაქტიური გაერთიანებული შედეგები გამოჩნდება.

ნაბიჯი 6

სელფის შედეგები შეგიძლიათ დიალოგის დასაწყებად გამოიყენოთ, როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგიები სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებას თქვენს სკოლაში. ეს დაგეხმარებათ სამოქმედო გეგმის ფორმულირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ნაბიჯი 7

შეფასების გამეორება პერიოდულად შეგიძლიათ პროგრესის შესაფასებლად და საჭირო ქმედებების განსასაზღვრად.