სელფის შესახებ

სელფი (თვითრეფლექსია ეფექტურ სწავლაზე ინოვაციური საგანამანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერებით) არის ინსტრუმენტი, რომელიც სკოლებს ეხმარება ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება განახორციელონ სწავლა-სწავლებასა და მოსწავლეთა შეფასებაში. ის ასახავს თუ რა მუშაობს კარგად, სად არის საჭირო გაუმჯობესება და რა უნდა იყოს პრიორიტეტები. ამჟამად ინსტრუმენტი ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზეა ხელმისაწვდომი, დროთა განმავლობაში სხვა ენებიც დაემატება.

სელფი ანონიმურად აგროვებს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ლიდერების მოსაზრებებს თუ როგორ გამოიყენებენ ტექნოლოგიებს მათ სკოლაში. ისინი მოკლე დებულებებსა და კითხვებს პასუხობენ და 1-5-მდე სკალაზე აფასებენ. დებულებები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა, ლიდერობა, ინფრასტრუქტურა, მასწავლებელთა ტრენინგები და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენცია.

 

შეფასებას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. კითხვები თითოეულ ჯგუფზეა მორგებული. მაგ. მოსწავლეების კითხვები მათ სასწავლო გამოცდილებას ეხება, მასწავლებლები ტრენინგსა და სწავლის პრაქტიკაზე აკეთებენ რეფლექსიას, სკოლის ლიდერები კი დაგეგმვასა და ზოგად სტრატეგიას აღწერენ.

ამ პასუხებზე დაყრდნობით, ინსტრუმენტი რეპორტს აგენერირებს - ეს არის მყისიერი სურათი ანუ სელფი სკოლის მიერ სწავლა-სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ძლიერ და სუსტ მხარეებზე. რაც მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას გამოკითხვაში, მით უფრო ზუსტია სკოლის სელფი.

სელფის შედეგები მხოლოდ თქვენ სკოლას ეკუთვნის და სხვა მხარეს არ გაუზიარდება თუ თავად არ გააკეთეთ ეს.

შედეგები ასახავენ თუ სად ხართ ამჟამად და საიდან უნდა დაიწყოთ დიალოგი ტექნოლოგიის გამოყენებასა და სკოლის სამოქმედო გეგმის განვითარებაზე. სელფი შესაძლებელია მოგვიანებითაც იყოს გამოყენებული პროგრესის შესაფასებლად და სამოქმედო გეგმის საჭიროებაზე მოსარგებად.

სარგებელი:

  • სელფი მთელ სასკოლო საზოგადოებას მოიცავს - სკოლის ლიდერები, მასწავლებლები და მოსწავლეები - 360 გრადუსიანი პროცესი სასკოლო პრაქტიკის მრავალ არეას მოიცავს.
  • ვინაიდან ყველა სკოლა უნიკალურია, ინსტრუმენტების საკუთარ საჭიროებაზე მორგება შესაძლებელია. სკოლას საჭიროების მიხედვით შეუძლია შეარჩიოს და დაამატოს კითხვები.
  • სელფი მონაწილეებს საშუალებას აძლევს კითხვებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე უპასოხონ, როგორც მასწავლებელმა, მოსწავლემ ან სკოლის ლიდერმა.
  • სელფი უფასო ინსტრუმენტია, პასუხები ანონიმურია და მონაცემები უსაფრთხო.
  • შეფასებაში მონაწილეობა კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან ან სმარტფონიდან შეგიძლიათ.
  • სელფის დასრულების შემდეგ, თითოეული სკოლა ინტერაქტიურ ფორმატში იღებს რეპორტს, რომელიც უზრუნველყოფს სიღრმისეულ ანალიზს და ძლიერი თუ სუსტი მხარეების სწრაფ გააზრებას.

გახდი ევროპის სკოლების მზარდი თემის ნაწილი, რომლებიც სელფს იყენებენ სწავლა-სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაში დასახმარებლად.

ვის შეუძლია სელფის გამოყენება?

სელფი ხელმისაწვდომია დაწყებითი, საშუალო და პროფესიული განათლების სკოლებისთვის ევროპაში და მის მიღმა. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ სკოლას - და არამარტო ინფრასტრუქტურულად, აღჭურვილობითა და ტექნოლოგიების გამოყენებაში მოწინავე სკოლებს.

შექმნილია სკოლებისთვის და სკოლების მიერ

სელფის შექმნასა და ტესტირებაში თავიდანვე სკოლის ლიდერები, მასწავლებლები და მოსწავლეები იყვნენ ჩართულები:

  • 5,000 მათგანმა მონაწილეობა მიიღო ინსტრუმენტის თავდაპირველი დიზაინის შექმნაში.
  •  ევროპის მასშტაბით 650 სკოლიდან 67000 პირმა მიიღო მონაწილეობა ინსტრუმენტის პილოტირებაში.
  • სელფის გამოყენება დაწყებით სკოლებში განხორციელდა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მცირე ასაკის მოსწავლეებს შინაარსი ესმოდათ.

პერსონალური მონაცემები

  • სელფი სკოლის ინსტრუმენტია, პერსონალური მონაცემები არ გროვდება.
  • სელფიში ყველა პასუხი ანონიმურია. შეუძლებელია გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლის, მასწავლებლის, სკოლის ლიდერის თუ სხვა პერსონალის იდენტიფიცირება.
  • სკოლა თავადაა სელფის რეპორტის მესაკუთრე, და მონაცემების გაზიარება არ ხდება სხვა მხარესთან, თუ ეს თავად სკოლამ არ ისურვა.
  • სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის ევროკომისიასაც, ინდივიდუალური სკოლის პაუხების ნახვა არ შეუძლია.
  • სელფი განთავსებულია ევროკომისიის სერვერზე, მოგროვებული მონაცემების დამუშავება ევროკომისიის რეგულაციების მიხედვით რეგულირდება.
  • ანონიმური და გაერთიანებული მონაცემები შესაძლებელია პოლიტიკისა და კვლევის მიზნებისთვის იყოს მხოლოდ გამოყენებული, და არასოდეს კომერციული მიზნებისთვის.

ისტორია და განვითარება

სელფი ევროკომისიის ჩარჩოს ეფუძნება საგანამანთლებლო ორგანიზაციებში ციფრული ეპოქის შესაბამისი სწავლის განვითარებისთვის.

სელფის გუნდი

სელფი ევროკომისიის ინიციატივაა

ინსტრუმენტის განვითარება ევროპის მასშტაბით სკოლის, განათლების სამინისტროებისა და კვლევითი ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით განხორცილედა. პარტნიორ ორგანიზაციებში შედიოდნენ ევროპული ტრენინგის ფონდი, პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი (CEDEFOP) და იუნესკოს ინსტიტუტი განათლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიებისთვის.